logo_geo
eng_logo
ოლექსი დანილოვი: რუსეთთან გაფორმებული არცერთი სამშვიდობო ხელშეკრულების არ მჯერა - ასეთი ჩვენი ისტორიის განმავლობაში უკვე ძალიან ბევრჯერ გვქონდა და ისინი მუდმივად არღვევდნენ
- +

22 აპრილი. 2022. 13:28

 

 

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ოლექსი დანილოვს რუსეთთან გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულების არ სჯერა. ის დარწმუნებულია, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაშიც კი, ომი ნებისმიერ დროს შეიძლება განახლდეს, - ამის შესახებ მან „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებული არცერთი სამშვიდობო ხელშეკრულების არ მჯერა - ასეთი [ხელშეკრულებები] ჩვენი ისტორიის განმავლობაში უკვე ძალიან, ძალიან ბევრჯერ გვქონდა და ისინი [რუსები] მუდმივად არღვევდნენ მას“, - განაცხადა დანილოვმა.

 

ის მიიჩნევს, რომ „უკრაინას აქვს შანსი, რომელიც მას 1991, 2004 და 2014 წლებში უკვე ჰქონდა“ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვას.

 

„ამ შანსისთვის ახლა ძალიან მაღალ საფასურს ვიხდით. მას მოქალაქეების, მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი შვილების სიცოცხლის ფასად ვიხდით“, - აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

 

დანილოვის თქმით, უკრაინის გამარჯვება, საბოლოო ჯამში, „ქვეყნის აშენების შესაძლებლობაა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner