logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: მოსახლეობის 70% რომ ხმას მთავრობას მისცემს და გაერთიანებული ოპოზიცია 30%-ს აიღებს, ეგ უფრო დიდი ტრაგედიაა თუ ამათი თვითკმაყოფილი იდიოტიზმი?!
- +

22 აპრილი. 2022. 14:43

 

 

„ტენდენციური კვლევებით, სოციალურ სივრცეზე დაყრდნობილი მოლოდინებით და არარსებული გამოკითხვებით რომ ასულელებთ საკუთარ ამომრჩეველს, იმიტომ ხართ მაგ დღეში“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის თანახმად ზელენსკი და მისი მთავრობა უფრო პოპულარულია საქართველოში, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი.

 

„ესენი ერთმანეთს ასულელებენ თუ ასეთები არიან? ყველაზე კარგი კვლევა არჩევნებია და ბოლო არჩევნებზე მოსახლეობის 70% რომ ხმას მთავრობას მისცემს და გაერთიანებული ოპოზიცია 30% აიღებს, ეგ უფრო დიდი ტრაგედიაა, თუ ამათი თვითკმაყოფილი იდიოტიზმი?! ტენდენციური კვლევებით, სოციალურ სივრცეზე დაყრდნობილი მოლოდინებით და არარსებული გამოკითხვებით რომ ასულელებთ საკუთარ ამომრჩეველს, იმიტომ ხართ მაგ დღეში... ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის დაფუძნებულ „ქართულ ოცნებას“ მილიონი ამომრჩეველი უცხადებს ნდობას და რომელ საქართველოზე საუბრობთ?! ააა, სააკაშვილის შექმნილ ვირტუალურ სამშობლოში, გეთანხმებით, ალბათ პოპულარობით „მოიკოჭლებს“ მთავრობა“, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner