logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: პარლამენტიდან გასვლაზე განცხადება და დაქადნება არ მგონია რელევანტური იყოს
- +

22 აპრილი. 2022. 14:46

 

 

„პარლამენტიდან გასვლაზე განცხადება და დაქადნება არ მგონია რელევანტური იყოს“,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნუგზარ წიკლაურის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადოს, შემდეგ კი პარლამენტი დატოვოს.

 

მისი შეფასებით, ასეთი ტიპის განცხადებები, რადიკალიზაცია არის ის, რაც იწვევს პოლარიზაციის მაღალი ხარისხის არსებობას.

 

„ალბათ თვითონვე კრიტიკულად უნდა შეხედონ, ასეთი დესტრუქციული გეგმების შეთავაზებას საზოგადოებისთვის რა ეფექტი აქვს მათსავე რეპუტაციაზე, მათ შორის, ზოგადად ოპოზიციის რეპუტაციაზე. საზოგადოებაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ დესტრუქციის და ვიწროპარტიული ინტერესის გატარების გარდა სხვა არაფერი აქვთ შესათავაზებელი. ასეთი ტიპის განცხადებები, რადიკალიზაცია არის ის, რაც იწვევს პოლარიზაციის მაღალი ხარისხის არსებობას, ისინი ცდილობენ პარლამენტში თემატურ, საგნობრივ განხილვებში კი არ იყვნენ ჩართულნი, არამედ რადიკალური იყოს მოთხოვნა, „ვაბანკ თამაშს“ დაემსგავსოს ეს ყველაფერი, რომ ან ყველაფერი, ან არაფერი. ეს არის ხალხი, ვისაც არ უხარიათ ქვეყნის წარმატებაც კი, თუ ისინი არ იმყოფებიან ავანგარდში",- განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner