logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: არ გამოვრიცხავ, რომ პუტინთან კიდევ ერთხელ ვისაუბრო, პირველ რიგში, პრეზიდენტ ზელენსკის გავესაუბრები
- +

22 აპრილი. 2022. 15:33

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შემდგომ მოლაპარაკებებს, - ამის შესახებ მან France Inter-ის ეთერში განაცხადა.

 

საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრამდე ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გაესაუბრება.

 

„არ გამოვრიცხავ, რომ მასთან [პუტინთან] კიდევ ერთხელ ვისაუბრო. პირველ რიგში, პრეზიდენტ ზელენსკის გავესაუბრები. მარიუპოლში ჰუმანიტარული წვდომის, მედიკამენტების ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეების გაყვანის მიზნით ეს [მოლაპარაკება] უნდა ვცადოთ. ვფიქრობ, არ უნდა დავნებდეთ“, - განაცხადა მაკრონმა.

 

მისივე თქმით, თუ პუტინთან მოლაპარაკებას შეუძლია რამდენიმე ადამიანის გადარჩენა ან სიტუაციის გაუმჯობესება, ეს უნდა გაკეთდეს.

 

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან მოლაპარაკებების დროს მისი პოზიცია ყოველთვის იყო პირდაპირი, მომთხოვნი და გამჭვირვალე.

 

„მასთან მოლაპარაკებებისას არასდროს ვყოფილვარ დამთმობი ან კომპრომისის მიმცემი. თავდაპირველად, მისი მხრიდან იყო გარკვეული ჰუმანიტარული ჟესტები, მაგრამ ბოლო კვირებში - მსგავსი არაფერი“, - აღნიშნა მაკრონმა.

 

მისი განმარტებით, ახლა „ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იმყოფებოდეს“.

 

„ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, რომ ევროპულ მიწაზე ცეცხლის შეწყვეტის დღეს პუტინთან მომლაპარაკებლები და შუამავლები იყვნენ თურქეთის, ჩინეთის ან სხვა ქვეყნის პრეზიდენტები, რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ, პრეზიდენტ პუტინს აღარ ვესაუბრებით“, – განაცხადა მაკრონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner