logo_geo
eng_logo
ხათუნა ბურკაძე: უკრაინისადმი რუსეთის აგრესიის ფონზე, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი საქართველოსადმი მრავალმხრივი მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინებაა
- +

22 აპრილი. 2022. 15:34

 

 

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული მოქმედებების ფონზე, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი საქართველოსადმი მრავალმხრივი მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინებაა. აღნიშნული ვიზიტის მიზანი გახლავთ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან როგორც რეგიონული უსაფრთხოების კრიტიკულ საკითხებზე, ასევე საკანონმდებლო, ინსტიტუციურ რეფორმებთან დაკავშირებულ თემებზე მსჯელობა“, - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე, მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის განახლება და რუსეთის აგრესიული მოქმედებების შემაკავებელი ახალი ინსტრუმენტების შექმნა.

 

„არსებული ვითარების ანალიზის შედეგად, აუცილებელია დისკუსიის დაწყება იმ ახალი ინიციატივების შესამუშავებლად, რომლებიც ხელს შეუწყობენ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობიდან ოფიციალურად სტრატეგიულ მოკავშირეობაზე გადასვლას.

 

აშშ-თან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის გაღრმავება აუცილებელია საქართველოში დემოკრატიული და უსაფრთხოების სფეროებში რეფორმების წარმატებით განსახორციელებლად, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შესაქმნელად და ევროატლანტიკური მისწრაფებების მისაღწევად“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner