დიდი ბრიტანეთი უკრაინის დედაქალაქ კიევში საელჩოს გახსნას მომავალ კვირაში გეგმავს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრიტანეთის მთავრობამ საელჩოს პერსონალი კიევიდან ლვოვში გადაიყვანა.