logo_geo
eng_logo
მოლდოვის მთავრობამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კითხვარი შეავსო
- +

22 აპრილი. 2022. 16:08

 

 

მოლდოვის მთავრობამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კითხვარი შეავსო. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.

 

მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ღონისძიებაზე შევსებული კითხვარი ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს იანის მაჟეიკსს გადასცეს.

 

„ევროკავშირში გაწევრიანება – ეს არის მოლდოვის ეროვნული პროექტი, ამჟამინდელი თაობის პროექტი, სინათლე გვირაბის ბოლოს, რომელიც ჩვენ, ყველას ასე გვჭირდება. ამისთვის ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, გავაერთიანოთ მთელი საზოგადოების ძალისხმევა. ევროკავშირი უპირველეს ყოვლისა, არის მშვიდობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და განვითარების პროექტი. მოლდოვა ევროპულ ოჯახში უსაფრთხოდ იქნება“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ და აღნიშნა, რომ მას აქვს ევროინტეგრაციის პროცესში მოქალაქეების წვლილის იმედი.

 

მაია სანდუმ ასევე განაცხადა, რომ მოლდოვაში შეიქმნა კომისია, რომელიც იმუშავეს ევროინტეგრაციაზე.

 

„ეს კომისია კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლდოვის მომზადების პროცესს. ეს არის რთული პროცესი. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გველოდება“, – განაცხადა სანდუმ.

 

როგორც ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა იანის მაჟეიკსმა აღნიშნა, მოლდოვამ 11 დღეში შეავსო ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი, რაც ადასტურებს მოლდოვის ხელისუფლებისა და მოლდოველი ხალხის სწრაფვას, ყველაფერი გააკეთონ, რათა რაც შეიძლება მალე გაწევრიანდნენ ევროპულ ოჯახში.

 

„ამ ანკეტაზე პასუხები ხანგრძლივი პროცესის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ახლა მოლდოვამ მიიღო ანკეტის მეორე ნაწილი, კიდევ უფრო მოცულობითი. ის მოიცავს ყველა სფეროს, რომელიც მნიშვნელოვანია ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, – განაცხადა მაჟეიკსმა.

 

მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირის კითხვარი შესავსებად 11 აპრილს გადაეცათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner