logo_geo
eng_logo
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მზად არიან, მშვიდობიან მოსახლეობას „აზოვსტალის“ ქარხნის დატოვების საშუალება მისცენ, თუ უკრაინელი სამხედროები ჩაბარდებიან
- +

22 აპრილი. 2022. 17:22

 

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მზად არიან, მშვიდობიან მოსახლეობას „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის დატოვების საშუალება მისცენ, თუ უკრაინელი სამხედროები ჩაბარდებიან.

 

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი „ნებისმიერ მომენტში მზად არის“ გამოაცხადოს „ჰუმანიტარული პაუზა" მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

 

„ცეცხლის შეწყვეტა დაიწყება უკრაინული ძალების მიერ თეთრი დროშების აღმართვის შემთხვევაში, თუ ასეთი ნიშნები „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის რომელიმე ნაწილში დაფიქსირდება, რუსეთის შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ შეწყვეტენ საომარ მოქმედებებს და უზრუნველყოფენ უსაფრთხო გასასვლელს“, - აცხადებენ უწყებაში.

 

მათივე მტკიცებით, მშვიდობიან მოქალაქეებს გადაიყვანენ უკრაინის ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე „ევაკუირებულების შეხედულებისამებრ“, ჩაბარებულ უკრაინელ ჯარისკაცებს კი სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner