logo_geo
eng_logo
ესტონეთი ქვეყანაში არ შეუშვებს რუს და ბელარუს კულტურის მოღვაწეებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას და ვლადიმირ პუტინის ქმედებებს
- +

22 აპრილი. 2022. 17:22

 

 

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტიან იაანიმ მთავრობის მიერ დამტკიცებულ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში არ შეუშვებენ რუს და ბელარუს კულტურის მოღვაწეებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქმედებებს.

 

აღნიშნულ ინფორმაციას Ukrinform ესტონურ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„მთავრობის აღნიშნული დირექტივა არის ზოგადი გზავნილი ღონისძიებებისა და კონცერტების ყველა ორგანიზატორისთვის, რათა მათ ესტონეთში არ დაგეგმონ კონცერტები იმ რუსი შემსრულებლების მონაწილეობით, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის რეჟიმს. თუ ღონისძიების ორგანიზატორს ესტონეთში არასასურველი შემსრულებლის მოწვევა სურს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე მის შემოსვლას აკრძალავს“, - განაცხადა იაანიმ.

 

შინაგან საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ „ესტონეთის მოსახლეობა ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას გაიგებს და მას გაითვალისწინებს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner