უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საკუთარ მიკრობლოგში წერს, რომ ყირიმთან და დონბასთან განლაგებული უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ ბრძანება გასცა.
„გავეცი ბრძანება ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, ადმინისტრაციული საზღვრის რაიონებში, ასევე დონბასში, შეხების ხაზის მთელ პერიმეტრზე განლაგებული დანაყოფები გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ", - წერს პეტრო პოროშენკო.