logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: სასამართლო და მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესება, ისევე როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოებში, საქართველოშიც ერთ-ერთ ტოპ პრიორიტეტად რჩება
- +

22 აპრილი. 2022. 18:36

 

 

„შეხვედრებზე საქართველოს ხელისუფლების ხედვა სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით იქნა გაზიარებული. ეს შემიძლია ვთქვა ცალსახად“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

 

„საქართველოს ხელისუფლება ასე ხედავს სამომავლო განვითარებას - იმისთვის, რომ სწრაფად წარიმართოს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით პროცესები, რაც იმავდროულად ნიშნავს, არა სადმე უბრალოდ გაწევრიანებას, არამედ საქართველოში ცხოვრების სტანდარტის, ეკონომიკური ფაქტორის, ყველა მაჩვენებლის გაუმჯობესებას - ამ რეფორმების განხორციელება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი პროგრესისთვის. დღეს წამი დასაკარგი არ არსებობს ამ მიმართულებით. ეს არის ხედვა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის როდესაც ვემზადებოდით. მის შემდეგაც ეს იყო. ამიტომ იყო, პრიორიტეტულ გეგმად დასახული არცერთი სხვა ფაქტორი გარდა ერთისა, რომ საქართველო 2024 წლამდე გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner