„უკრაინის ხელისუფლებაში ჰგონიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაცია შეიძლება უკრაინისთვის დახმარების საშუალება იყოს, მაგრამ ეს არის ტყუილი“,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„თუ დააკვირდებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ რუსეთში იყო განცხადებები ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით. ახლახან მოვისმინეთ დნესტრისპირეთთან გარკვეულ შევიწროებებზე საუბარი. ეს არ მიანიშნებს უბრალოდ იმაზე, რომ შეცდომის დაშვებას შესაძლოა ვინმე ელოდებოდეს და რუსეთის ან ბიბილოვის საქმე კეთდებოდეს. საუბრით, რომ საქართველომ უნდა გადადგას რაღაც ნაბიჯები სამხედრო გზით საკუთარი ოკუპირებული ტერიტორიების მოწესრიგებაზე, როგორ ფიქრობთ არ იარსებებს ასეთი ?! ჩემი აზრით ეს ცალსახად სჭირდება რუსეთს, რომ ჰქონდეს საკუთარ შეიარაღებაში აღებული არგუმენტები, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ნებისმიერ დროს, როცა დასჭირდება, საქართველოსთან გარკვეული პრობლემები შექმნას. ბუნებრივია, ამის შესაძლებლობას დღევანდელი ხელისუფლება ვერავის მისცემს, მაგრამ ამის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდაჭერით ცალკეული ძალები უკრაინის ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ პრიორიტეტები აბსოლუტურად არასწორად აქვთ დალაგებული. მათ ჰგონიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაცია შეიძლება იყოს რამენაირად უკრაინისთვის დახმარების საშუალება, მაგრამ ეს არის ტყუილი, გამორიცხულია უბრალოდ ასეთი რამ“, - განაცხადა სარჯველაძემ.