უკრაინული ქალაქების მასობრივმა დაბომბვამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ლტოლვილების ყველაზე დიდი ნაკადი გამოწვია: 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა 5,1 მილიონმა ადამიანმა დატოვა. როგორც BBC წერს, ამ მონაცემებს ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ავრცელებს.
მათივე ცნობით, იძულებით გადაადგილებულთა 90% ქალები და ბავშვები არიან. ამასთან, 7,7 მილიონი ადამიანი დევნილი გახდა: ისინი ქვეყანაში დარჩნენ, თუმცა იძულებულები გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.
ლტოლვილთა უმრავლესობა პოლონეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში ჩავიდა.