logo_geo
eng_logo
ლიეტუვის პრეზიდენტი: ყოყმანის დრო აღარ გვაქვს - უკრაინას იარაღი სწრაფად უნდა მივაწოდოთ
- +

22 აპრილი. 2022. 19:57

 

 

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ნატოს მოუწოდა, აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის ლიეტუვაში მეტი ჯარი გააგზავნოს.

 

„დონბასის რეგიონში ფართომასშტაბური სამხედრო შეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინაში იარაღის სწრაფი და ეფექტური მიწოდება შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი ამ ომში. ყოყმანის დრო აღარ გვაქვს, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

 

გიტანას ნაუსედამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთმა მეტი სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთსა და ბელარუსს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner