რუსეთი, სავარაუდოდ, გაზრდის სამხედრო თავდასხმებს აღმოსავლეთ უკრაინაში და უკრაინის სანაპიროს გასწვრივ, - განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან საუბარში.
მისი თქმით, მომდევნო კვირები ომისთვის გადამწყვეტად მიიჩნევა.
„ეს არ არის ზღაპარი გარდაუვალი ბედნიერი დასასრულით. ვფიქრობ, ჩვენ დავინახავთ რუსეთის სამხედრო თავდასხმების ინტენსივობის ძალიან მნიშვნელოვან ზრდას აღმოსავლეთში, ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიხილავთ რუსეთის სამხედრო თავდასხმების გაძლიერებას სანაპიროს გასწვრივ. ვფიქრობ, მომდევნო ორი კვირა გადამწყვეტი იქნება“, - აღნიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.