logo_geo
eng_logo
გიორგი ზანთარაია: მე არ ვფიქრობ და არც მგონია, რომ საქართველოს დელეგაცია უკრაინაში სურათებისა და სელფების გადასაღებად ჩამოვიდა
- +

22 აპრილი. 2022. 20:40

 

 

ჩემთვის, როგორც უკრაინის მერიის დეპუტატისთვის, უკრაინის მოქალაქისთვის, მაგრამ ქართველისთვის, ქართული დელეგაციის ჩამოსვლა უმნიშვნელოვანესი იყო, - ამის შესახებ კიევის საკრებულოში „მწვანეთა პარტიის“ დეპუტატმა, გიორგი ზანთარაიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„ომის დაწყების შემდეგ პირველი კოლეგებმა, მათ შორის ძველმა სპორტსმენებმა საქართველოდან დამიკერეკეს და გამოაგზავნეს ჰუმანიტარული დახმარება. მე არ ვფიქრობ და არც მგონია, რომ საქართველოს დელეგაცია უკრაინაში სურათებისა და სელფების გადასაღებად ჩამოვიდა. ეს არასწორი შეფასებაა. ეს მხარდაჭერის გამოხატვა იყო“, - განაცხადა ზანთარაიამ.

 

„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია იმისთვის ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთ-ორი სანუგეშო სიტყვა ეთქვათ და ეჩვენებინათ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესში არიან ჩართული“, - განაცხადა გუშინ დავით არახამიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner