logo_geo
eng_logo
ოო, დროებავ! ოო, ზნეობავ!
- +

11 აგვისტო. 2016. 17:04


2007 წლის 10 აგვისტოს გამომცემლობა „სამშობლოს" რედაქციაში სპეცრაზმი შევარდა.

 

„იმას, რაც დღეს „რუსთავი 2"-თან მიმართებაში ხდება, საერთოდ, იოტისოდენადაც კი არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან, ეს ჩვეულებრივი მართლმსაჯულების განხორციელებისა და აღსრულების პროცესია" - წერს ისტორიკოსი, ბლოგერი  დავით გოგიშვილი.

 

„მე ვიცავ სიტყვის თავისუფლებას", - ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ. სამწუხაროდ, სიტყვის თავისუფლების დაცვაზე განხცადებები მეტწილად გაზეპირებული და გაუაზრებელი ხასიათისაა. ისევე, როგორც ჟურნალისტიკას აქვს თავისი დაწერილი და დაუწერელი კანონები, აპრობირებული მსოფლიო სტანდარტების დონეზე მეცნიერების ამ დარგის ავტორიტეტული წრეების მიერ, ასევეა  „სიტყვის თავისუფლების" ცნებასთან მიმართებაში. არაერთხელ აღმინიშნავს და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჟურნალისტიკის, მედიის, როგორც ცივილიზაციის ერთ-ერთი მიღწევის, ქართული გაგება მნიშვნელოვნად განსხვავდება ზოგადად ტერმინ „ჟურნალისტის" და „ჟურნალისტიკის" საყოველთაოდ აღიარებული წესებისგან. იგივე შეიძლება ითქვას, „სიტყვის თავისუფლებასთან" დაკავშირებითაც. გავიხსენოთ რამდენიმე მაგალითი:


  • სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შელახვა იყო, როდესაც 1991 წლის ოქტომბერში „მრგვალი მაგიდის" აქტივისტებმა დაარბიეს გაზეთ „დრონის" რედაქცია.



  • სიტყვის გამოხატვის შელახვა იყო, როდესაც 1992 წელს „მხედრიონმა", დაარბია გაზეთ „იბერია-სპექტრის" რედაქცია.


  • სიტყვის და გამოხატვის უფლების შელახვა იყო, როდესაც 1992 წლის ინვარში საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე ახალმა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას მომხრეობის მოტივით ტელევიზიიდან დაითხოვა ჟურნალისტები, რომლებიც შემდეგ წლების განმავლობაში იდევნებოდნენ განსხვავებული აზრის გამო.


  • სიტყვის და გამოხატვის უფლების შეზღუდვა იყო, როდესაც 1995 წელს „რუსთავი-2"-ს გადამცემი დაუწვეს ანძაზე და მაუწყებლობა გაუჩერეს.


  • სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იყო, როდესაც 1996 წელს გაზეთ „დილის გაზეთის" რედაქციაში დარეკა იმხნად ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა და კატეგორიულად მოსთხოვა გაზეთის რედაქტორს, რომ „გაეჩუმებინათ" ან საერთოდ გაეშვათ სამსახურიდან ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მიმართ ძალიან მწვავე, კრიტიკული სტატიებით გამოირჩეოდა, ხოლო რედაქტორის მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მოსალაპარაკებლად მიაგზავნა იმხნად NGO სექტორში მოღვაწე გიგა ბოკერია.


  • სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და შელახვა იყო, როდესაც 2003 წელს გიგა ბოკერიას უშუალო ჩარევის შედეგად საქართველოს ტელევიზიის პირველი არხიდან უკანონოდ გაათავისუფლეს ასობით თანამშრომელი „ვარდების რევოლუციისადმი" არასოლიდარულობის გამო.


  • სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და შელახვა იყო, როდესაც 2004 წლის 12 მარტს ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით სასტიკად დაარბიეს ბასილ მკალავიშვილის მომხრეები რელიგიური რიტუალების აღსრულების დროს.


  • სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შელახვა იყო, როდესაც 2004 წელს კომპანია „ომეგას" მფლობელს ზაზა ოქუაშვილს თავს დაესხა შსს-ს სპეცნაზი და დაარბია ტელეკომპანია „იბერია" და სტამბა „ომეგა"


  • სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შელახვა იყო, როდესაც 2005 წლის 27 აგვისტოს, დადგმული პროვოკაციის საფუძველზე, დააკავეს ტელეკომპანია „202"-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი და კომპანიამ საქმიანობა შეწყვიტა.


  • სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შელახვა იყო, როდესაც 2007 წლის 10 აგვისტოს ღამის 3 საათზე გამომცემლობა „სამშობლოს" რედაქციაში შევარდა შსს-ს სპეცრაზმი, იმხანად საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვან ბაიბურთის შვილის გრიგოლ ბაიბურთის ხელმძღვანელობით და სასტიკად დაარბია 10 გაზეთის რედაქცია. ამ პერიოდში სააკაშვილის გავლენის ქვეშ მყოფმა ყველა ტელევიზიამ ეს ნიუსი დაბლოკა მისი ხელისუფლებისთვის „არასასურველობის" გამო.


  • სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შელახვა იყო, როდესაც 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილის უშუალო ბრძანებით სასტიკად დაარბიეს ტელეკომპანია „იმედი" და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის კერძო საკუთრება.


  • სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შელახვა იყო, როდესაც 2011 წლის 28 მაისს, 26 მაისის სისხლიანი დარბევის შემდეგ ამ მოვლენების ოპერატიულად, ნონსტოპის რეჟიმში გაშუქების გამო ფინანსური პოლიციის სპეცრაზმი თავს დაესხა მედიაჰოლდინგ „პალიტრას" ობიექტებს, დაარბია და დააყადაღა ისინი და დაუწესა მსხვილი ფინანსური ჯარიმა.


სიტყვის და გამოხატვის უფლების შეზღუდვა იყო, როდესაც „ქართუ" ჯგუფს და „გლობალ-TV"-ს განბაჟების პროცედურისას გაუნადგურეს და დაუზიანეს სატელევიზიო გადამცემები და სხვა სატელევიზიო ტექნიკა, დაუყადაღეს სატელევიზიო თეფშები. ეს ყველაფერი ხდებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების პირველი პირების მითითებით



აი ბატონებო!!!! არასრული ჩამონათვალი იმ შემზარავი ფაქტებისა, როდესაც უკიდურესი ძალადობრივი მეთოდებით, ყველა საერთაშორისო კონვენციისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ფეხქვეშ იქნა გათელილი  დემოკრატიის უზენაესი ფასეულობა - გამოხატვის უფლება. ის ღრმად პატივცემული ჟურნალისტები და საზოგადოების ცნობადი სახეები, რომლებიც დღეს მენტორული  ტონით გვესაუბრებიან ეკრანიდან და მორალს გვიკითხავენ, რომ კოლეგიალობასა და მედიის უფლებების შელახვის ფაქტებისადმი სოლიდარულნი ვიყოთ, იმ წლებში ამ ფაქტებზე ხმას არ იღებდნენ, მეტიც, კომფორმიზმის მორევში ძალიან  კომფორტულად გრძნობდნენ თავს ხელისუფლებისა და ხელისუფლებების კალთებქვეშ.

 

 

იმას, რაც დღეს „რუსთავი-2"-თან მიმართებაში ხდება, საერთოდ, იოტისოდენადაც კი არაფერი ქვს საერთო  სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან და არის ჩვეულებრივი მართლმსაჯულების განხორციელებისა და აღსრულების პროცესი. საქართველოში მოღვაწეობს ათობით ინტერნეტ გამოცემა, ინტერნეტ ტელევიზია და რესპუბლიკური მაუწყებელი. მით უფრო ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამ მნიშვნელოვნად გაამარტივა მედია საშუალების დაფუძნებისა და ეთერში გასვლის ტექნიკური და იურიდიული მხარეები.  დღესდღეობით პოლიტიკური ვაჭრობისა და სპეკულაციის, კორუფციული გარიგების საგანს აღარ წარმოადგენს მარეგულირებელ კომისიასი ე.წ. „სიხშირის" მოპოვებაზე ვაჭრობა ხელისუფლებასთან. ისე არ წვიმს, როგორც ქუხს ბატონებო!!!!!! ზუსტად თქვენნაირი ორმაგი სტანდარტების მოყვარული მორალის ხალხზე თქვა თავის დროზე ძველმა ბერძენმა  ანტიკურმა მოაზროვნემ ციცერონმა: „OOO TEMPORA, OOOO MORES!!!!!"  - ,,ოოო!!! დროებავ!!! და ოოო, ზნეობავ!!!" 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner