logo_geo
eng_logo
უკრაინის რადას დეპუტატი: ქართველებისგან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობთ და ამის დასტური იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი - ჩვენ ქართველი ხალხის იმედი გვაქვს
- +

22 აპრილი. 2022. 20:40

 

 

ჩვენ საერთო ინტერესები, საერთო მტერი, საერთო მიზნები და ამოცანები გვაქვს. ქართველებისგან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობთ და ამის დასტური იყო პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, - ამის შესახებ „ქრონიკას“ უკრაინის რადას დეპუტატმა, ივანკა კლამპუშ-ცინცაძემ განუცხადა.

 

მან აღნიშნა, რომ აფასებს იმ კომუნიკაციას, რომელიც შედგა უკრაინის სპიკერსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის.

 

„ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც ხდება საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას გაეროში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ა.შ. ჩვენ ვაფასებთ ამა, თუმცა ვფიქრობთ, რომ კიდევ შეიძლება ნაბიჯების გადადგმა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესაკავებლად. საქართველოს დელეგაცია ბუჩასა და ირპენში ვიზიტისას პირადად ვახლდი და პირადად ვნახე ის ემოცია, რაც მათში ნანახმა გამოიწვია. ვხედავდი მათ თვალებში როგორ აღიქვამდნენ განადგურებულ ქალაქებს, მე მჯერა რომ ეს შეუძლებელია არაგულწრფელი ყოფილიყო. ფოტოს გადაღებას და ყველასთვის იქ არსებული მდგომარეობის ჩვენებას თავის მიზანი აქვს, თუმცა ძალიან რთულია როდესაც პოლიტიკოს არ აქვს საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილება აღიქვას კავშირების სიღრმე, მათ შორის დავით არახამიას შემთხვევაში. ის წარმოშობით საქართველოდანაა, გასაკვირია, როდესაც აფხაზეთი კვლავ ოკუპირებულია გააკეთო ისეთი განცხადებები, რომელიც ავნებს ორ მხარეს შორის ურთიერთობებს. ვფიქრობ, ამ კონკრეტულ მომენტში თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს გულწრფელი, ზოგჯერ გულწრფელად უნდა ვისაუბროთ დახურულ კარს მიღმა და გადავჭრათ აზრთა სხვადასხვაობები. მე ვაფასებ იმ კომუნიკაციას რომელიც შედგა ჩვენს სპიკერსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. მე იმედი მაქვს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი, მათ შორის უკრაინაში, გავლენიანი პოლიტიკოსის ცალკეული განცხადებები არ შეცვლის დამოკიდებულებას უკრაინისადმი და პირიქით - ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი“, - განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner