საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მარიუპოლში სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საევაკუაციო დერეფნები ცეცხლის შეწყვეტის გარანტიებით.
„ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელთათვის თავისუფალი და უსაფრთხო წვდომა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა ძირითადი პრინციპებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად“, - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ჟოზეფ ბორელი მიესალმა უკრაინის მცდელობებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნის კუთხით, თუმცა აღნიშნა, რომ რომ რუსეთი არ პასუხობს ამ ძალისხმევას.
„მსოფლიო რუსეთის მიერ მარიუპოლში სასტიკი, უკანონო თავდასხმის მოწმე გახდა, რამაც გამოიწვია ქალაქის ფართომასშტაბური განადგურება, მათ შორის სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ქალაქის ათასობით მკვიდრი დეპორტირებულია რუსეთში ან იძულებით გადაასახლეს უკრაინის სახელმწიფოს მიერ არაკონტროლირებად რაიონებში“, - განაცხადა მან.