logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი: უსაფრთხოების გარანტიები ნატოს მეხუთე მუხლის ანალოგი არ იქნება, თუმცა ეს უკრაინას რუსეთის განმეორებითი თავდასხმისგან დაიცავს
- +

22 აპრილი. 2022. 22:33

 

 

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ნატოს მეხუთე მუხლის ანალოგი არ იქნება, თუმცა ეს ქვეყანას რუსეთის განმეორებითი თავდასხმისგან დაიცავს, - ამის შესახებ ინდოეთში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, აუცილებელია, შემუშავდეს უკრაინის როლის ხანგრძლივი ხედვა მომავალი ევროპის „უსაფრთხოების არქიტექტურაში“.

 

„დასავლელი მოკავშირეები მზად არიან, უკრაინას უსაფრთხოების ისეთი გარანტიები შესთავაზონ, რომელიც ქვეყანას რუსეთის განმეორებითი თავდასხმისგან დაიცავს. თუმცა, ეს არ იქნება ნატოს მეხუთე მუხლის ანალოგი, როდესაც ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმად განიხილება“, - აცხადებს ჯონსონი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner