logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: ჩვენ მოგვიწევს ვლადიმერ პუტინთან საუბარი
- +

22 აპრილი. 2022. 22:59

 

 

ჩვენ მოგვიწევს ვლადიმერ პუტინთან საუბარი, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.

 

კითხვაზე -იტალიის პრემიერმა, მარიო დრაგიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მხარს უჭერს დიპლომატიურ ძალისხმევას ვლადიმირ პუტინთან, თუმცა დასძინა: „მე ვიწყებ ფიქრს, რომ ისინი, ვინც ამბობენ, რომ პუტინთან საუბარი უსარგებლოა, მართლები არიან“. Რას ფიქრობთ ამაზე?- ემანუელ მაკრონმა უპასუხა:

 

ჩვენ მოგვიწევს ვლადიმერ პუტინთან საუბარი. მე და მარიოს ბუჩას სცენების შემდეგ პუტინთან არ გვილაპარაკია. ყველანი გაოგნებულები ვიყავით. მე ვლადიმერ პუტინს ვესაუბრებოდი ყოველ ჯერზე, როდესაც ზელენსკი მთხოვდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ეს კონტაქტი სურს. სწორედ ამ კონტექსტშია ჩვენი როლი სასარგებლოა. საჭირო იქნება მშვიდობისთვის მომზადება. ერთ დღესაც იქნება ცეცხლის შეწყვეტა. იქნება გარანტიები და ჩვენ მათ შორის ვიქნებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუმცა, თუ დაღლილობის გამო გადავწყვეტთ, აღარ ვისაუბროთ მასთან, მაშინ ვლადიმერ პუტინთან საუბრის პასუხისმგებლობას თურქეთის პრეზიდენტს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის პრეზიდენტს ვუტოვებთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner