logo_geo
eng_logo
ერდოღანი იმედოვნებს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს სტამბოლში უშუალო მოლაპარაკებებისთვის დაითანხმებს
- +

22 აპრილი. 2022. 23:42

 

 

მომდევნო 48 საათის განმავლობაში, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს იმ იმედით, რომ ორივეს სტამბოლში შეხვდება.

 

„შედეგი დადებითია. ეს არ არის ზუსტად ისეთი, როგორც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ უკეთესი იქნება. ჩვენ არ ვართ იმედის გარეშე“, - განაცხადა ერდოღანმა უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ კითხვის საპასუხოდ.

 

„იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენს მოწვევას მიიღებენ და ჩვენ მათ სტამბოლში შეკრებას შევძლებთ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner