logo_geo
eng_logo
ტაივანმა უკრაინის დედაქალაქ კიევს 8 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო
- +

23 აპრილი. 2022. 01:18

 

 

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯოზეფ ვუმ განაცხადა, რომ ტაივანმა უკრაინის დედაქალაქ კიევს 8 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ დახმარება მოიცავს 3 მილიონ ადოლარს კიევის მთავრობისა და დამატებით 5 მილიონ დოლარს ექვსი ადგილობრივი საავადმყოფოსთვის.

 

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში არა მხოლოდ დიდი ზიანი მიაყენა უკრაინელ ხალხს, არამედ საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო წესრიგსა და დემოკრატიულ საზოგადოებას.

 

„ტაივანი და უკრაინა პარტნიორები არიან, რომლებიც იზიარებენ დემოკრატიულ იდეოლოგიას და ტოტალიტარიზმის ექსპანსიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან”, - აღნიშნა მან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner