logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ადრე უდიდეს ოცნებაზე ამბობდნენ: „ნახო პარიზი და მოკვდე!“ - ახლა რუსების ოცნებაა: „მოიპარო უნიტაზი და მოკვდე!“
- +

23 აპრილი. 2022. 01:21

 

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთმა უნდა იზრუნოს საკუთარ ტერიტორიაზე რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებზე, რადგან რუსების ოცნება ახლა არის „უნიტაზის მოპარვა და სიკვდილი“.

 

„სიმართლე გითხრათ, ტერიტორია, სადაც რუსეთმა რუსულენოვანთა უფლებებზე უნდა იზრუნოს, თავად რუსეთია, სადაც არ არის სიტყვის თავისუფლება, არ არის არჩევანის თავისუფლება, უბრალოდ არ არის განსხვავებული აზრის უფლება, სადაც სიღარიბე ყვავის და სადაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირს. იმდენად, რომ ჩვენთან მოდიან, ომში მიდიან, რომ მოიპარონ რაღაცა, რაც ნორმალურ ცხოვრებას წააგავს. ადრე უდიდეს ოცნებაზე ამბობდნენ: ნახო პარიზი და მოკვდე! მათი საქციელი ახლა შოკისმომგვრელია. მათი ოცნება ახლა არის: მოიპარო უნიტაზი და მოკვდე!“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner