logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ვაშინგტონში უკრაინის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა
- +

23 აპრილი. 2022. 01:46

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

 

სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაადასტურა აშშ-ის გადაწყვეტილება, დაეხმაროს უკრაინას წარმატებით დაიცვას თავი რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი ომისგან.

 

პრემიერ-მინისტრმა შმიგალმა და სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განიხილეს უკრაინის ყველაზე აქტუალური საჭიროებები, კრემლის ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი და დამატებითი გზები, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს უკრაინას დაეხმაროს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner