აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაადასტურა აშშ-ის გადაწყვეტილება, დაეხმაროს უკრაინას წარმატებით დაიცვას თავი რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი ომისგან.
პრემიერ-მინისტრმა შმიგალმა და სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განიხილეს უკრაინის ყველაზე აქტუალური საჭიროებები, კრემლის ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი და დამატებითი გზები, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს უკრაინას დაეხმაროს.