logo_geo
eng_logo
ალექსეი რეზნიკოვი: ჩვენს პარტნიორებს არ სჯეროდათ, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვება შეეძლო
- +

23 აპრილი. 2022. 12:31

 

 

„ჩვენს პარტნიორებს არ სჯეროდათ, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვება შეეძლო. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ უკრაინა 72 საათში დაინგრეოდა, ეს კი კრემლის გენერალური შტაბის ოცნება იყო“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სწორედ უკრაინელი ხალხი დგას იმ კედლის სადარაჯოზე, რომელიც მთელ ცივილიზებულ სამყაროს „ორკებისგან იცავს“.

 

„მაგრამ, როდესაც უკრაინელებმა გამოავლინეს არა მხოლოდ გამბედაობა, არამედ თავიანთი პრინციპული პოზიცია, რომ არ დაეთმოთ თავიანთი მიწები, მიხვდნენ, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებდით. სწორედ ჩვენ ვდგავართ იმ კედლის სადარაჯოზე, რომელიც მთელ ცივილიზებულ სამყაროს ორკებისგან იცავს“, - განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის არმია ძლიერია, თუმცა ის კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება, თუკი იგი თანამედროვე იარაღით გააგრძელებს ბრძოლას. მისი თქმით, იგი არტილერიას, შორ მანძილზე მყოფ იარაღს, ტანკებს, ჯავშანტექნიკასა და თვითმფრინავებს მოიცავს.

 

თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, პრემიერის, პრეზიდენტის აპარატის უფროსის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და სახალხო დეპუტატების დონეზე ერთობლივი მუშაობის წყალობით, „ფილოსოფია შეიცვალა“, უკრაინამ კი, შეერთებული შტატებისგან, საფრანგეთისგან და ქვეყნის სხვა პარტნიორებისგან იარაღის, კერძოდ არტილერიის მიღება დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner