logo_geo
eng_logo
გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის სამკურნალოდ ქალაქ თბილისი მერიამ 80 ათასი ლარი გამოყო
- +

11 აგვისტო. 2016. 17:31


მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის სამკურნალოდ ქალაქ თბილისი მერიამ 80 ათასი ლარი გამოყო.


შეგახსენებთ, 22 ივლისს, ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის მდგომარეობა ამ დრომდე ძალიან მძიმეა.  მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ თურქეთში გადაფრენა, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.


ახალგაზრდა წყვილის დასახმარებლად გაიხსნა საბანკო ანგარიში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის შეტანა.


ბანკი: სს "საქართველოს ბანკი"


ბანკის კოდი: BAGAGE22


მიმღები: დავით ლომინაძე


მიმღების ანგარიშის ნომერი: GE68BG0000000733092800


22 ივლისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner