საწყის ეტაპზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭავჭავაძის, ფარნავაზ მეფისა და დოლიძის ქუჩებს, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ სივრცეებს. პროგრამის ფარგლებში საწყის ეტაპზე 1 366 136 ლარი დაიხარჯება.
„როგორც დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, ოზურგეთის განახლება და ურბანული განვითარება დავიწყეთ. დღეს, მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ, რომელსაც საპილოტე „რეგიონების ინტეგრირებული მართვის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განვახორციელებთ. ურბანული განახლების პროგრამა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და 8-პუნქტიანი გეგმის ნაწილი იყო“, - აღნიშნა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.