logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი: თუ პუტინი ბირთვულ ღილაკს დააჭერს, რუსული იმპერიალიზმი დაიმარხება
- +

23 აპრილი. 2022. 18:09

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთს „დაუყოვნებლივი“ შურისძიებით დაემუქრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ვლადიმირ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მისი ქვეყანა ომში ჩაერთვება.

 

მისი თქმით, რეალური ბირთვული საფრთხის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობა წინასწარ კონსულტაციებს მოკავშირეებთან არ გამართავს, არ გაითვალისწინებს მათ აზრს და გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

 

„რუსეთს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენც გვაქვს ბირთვული იარაღი. თუ პუტინი ბირთვულ ღილაკს დააჭერს, ამის გაკეთებას ჩვენც შევძლებთ. რუსეთი ვეღარავის დაემუქრება. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. პუტინის დიქტატურა და რუსული იმპერიალიზმი დაიმარხება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner