დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთს „დაუყოვნებლივი“ შურისძიებით დაემუქრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ვლადიმირ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მისი ქვეყანა ომში ჩაერთვება.
მისი თქმით, რეალური ბირთვული საფრთხის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობა წინასწარ კონსულტაციებს მოკავშირეებთან არ გამართავს, არ გაითვალისწინებს მათ აზრს და გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.
„რუსეთს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენც გვაქვს ბირთვული იარაღი. თუ პუტინი ბირთვულ ღილაკს დააჭერს, ამის გაკეთებას ჩვენც შევძლებთ. რუსეთი ვეღარავის დაემუქრება. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. პუტინის დიქტატურა და რუსული იმპერიალიზმი დაიმარხება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.