მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის სამკურნალოდ ჯანდაცვის სამინისტრომ 20 ათასი დოლარი გამოყო.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის მდგომარეობა ამ დრომდე ძალიან მძიმეა. მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ თურქეთში გადაფრენა, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ახალგაზრდა წყვილის დასახმარებლად გაიხსნა საბანკო ანგარიში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის შეტანა.
ბანკი: სს "საქართველოს ბანკი"
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღები: დავით ლომინაძე
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE68BG0000000733092800
22 ივლისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.