იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში გაურკვეველ წარწერებს და ნახატებს ტოვებდა, - ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
„გიდასტურებთ, პირი ნამდვილად იდენტიფიცირებულია, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქმე რეაგირების მიზნით გადაეცემა შესაბამის სამსახურს. ასევე იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი, რომელმაც ფალიაშვილის ქუჩაზე აღნიშნული წარწერები საღებავით გააფერადა"“, - აცხადებენ შსს-ში.