უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე მშობლიურ ერგნეთში გადაასვენეს. მისი სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშუეთის ტაძარში გაიმართა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არკადი კასრაძის ცხედარს დროშებითა და ანთებული სანთლებით დახვდნენ. ის ქალაქ რუბეჟნოეში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში შეტაკებების დროს 16 აპრილს დაიღუპა.
მებრძოლის ცხედარი საქართველოში პოლონეთის დედაქალაქის გავლით გადმოასვენეს. კიდევ ორ ქართველ მებრძოლს , ალიკა ცაავასა და ზაზა ბიწაძეს სამშობლოში ხვალ გამთენიისას ჩამოასვენებენ.