logo_geo
eng_logo
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, არკადი კასრაძე მშობლიურ ერგნეთში გადაასვენეს
- +

23 აპრილი. 2022. 20:55

 

 

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე მშობლიურ ერგნეთში გადაასვენეს. მისი სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშუეთის ტაძარში გაიმართა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არკადი კასრაძის ცხედარს დროშებითა და ანთებული სანთლებით დახვდნენ. ის ქალაქ რუბეჟნოეში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში შეტაკებების დროს 16 აპრილს დაიღუპა.

მებრძოლის ცხედარი საქართველოში პოლონეთის დედაქალაქის გავლით გადმოასვენეს. კიდევ ორ ქართველ მებრძოლს , ალიკა ცაავასა და ზაზა ბიწაძეს სამშობლოში ხვალ გამთენიისას ჩამოასვენებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner