logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნიათ, მათ აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი - ნებისმიერი გზით ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ
- +

23 აპრილი. 2022. 21:47

 

 

რეალურად „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნიათ. მათ აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი - ნებისმიერი გზით ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„როდესაც გეგმა, სტრატეგია, სამოქმედო ტაქტიკა არის რეალობას აცდენილი და შედეგი ვერ მოაქვს, ბუნებრივია ამ დროს ყოველთვის იწყება შიდა რყევა, დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პარტიის ლიდერების პოზიციებს არ ეთანხმება. ირკვევა, რომ ნიკა მელია ბოიკოტის ნიშნად პარლამენტის დატოვების აზრს ვერ ხედავს. ამის შესახებ ნიკა მელიამ facebook live-ში ისაუბრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner