ომის შეჩერება მას შეუძლია, ვინც ის დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ მეტროსადგურში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინს პირადად შეხვდეს. „მე არ მეშიანია მასთან შევედრის. შიშის უფლება უბრალოდ არ მაქვს, რადგან ჩვენმა ხალხმა აჩვენა, რომ არაფრის ეშინია და ტანკებს შიშველი ხელებით აჩერებდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.