ხვალ კიევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეწვევა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამერიკულ დელეგაციაში ასევე იქნება აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი. ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინაში ამერიკელი მაღალჩინოსნების პირველი ვიზიტია.
ზელენსკის განმარტევით, მხარეები უკრაინის შეიარაღებას განიხილავენ. „გვსურს, რომ მძიმე შეიარაღება გვქონდეს“, -აღნიშნა ზელენსკიმ.