logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოდესაში სარაკეტო იერიშის მსხვერპლთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა
- +

23 აპრილი. 2022. 23:55

 

 

ოდესაში სარაკეტო იერიშის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის ჩვილი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ომის დაწყების შემდეგ, ეს ამ ქალაქის მშვიდობიან მოსახლეობას შორის პირველი მსხვერპლია. ზელენსკის თქმით, თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა 20-მდე ადამიანი.

მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ოდესის მიმართულებით 8 რაკეტა გაუშვეს, საიდანაც უკრაინულმა მხარემ ორი ჩამოაგდო..

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner