logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: გარდა იმისა, რომ უნიჭოები არიან, ბოროტებიც არიან, შურიანებიც!
- +

24 აპრილი. 2022. 02:05

 

 

ძალიან უნიჭო ხალხია და ასევე უნიჭო „რევოლუცია“ ექნებათ, ამაში დარწმუნებული ვარ. გარდა იმისა, რომ უნიჭოები არიან, ბოროტებიც არიან, შურიანებიც. მგონია, ცოტა ჭკუიდან გადასულებიც, ამიტომ წყნარად ვარ, – ამის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, თავის დროზე სააკაშვილი ხელისუფლებაში რუსეთის დიდი დახმარებით მოვიდა.

„აქ ჩამოვიდა ივანოვი და ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი მათი ძალიან დიდი დახმარებით, გახდა საქართველოს პრეზიდენტი. გადააყენეს წინა თაობა. ასევე წაიყვანეს ასლან აბაშიძე აჭარიდან რუსებმა. სულ რუსებმა გაუკეთეს ყველაფერი. ახლა თუ აქვთ ამის იმედი, იმიტომ რომ რუსები გორთან დგანან და როგორც უკრაინაში, ისე აქაც დაგვესხან თავს, მაშინ მოვლენ ხელისუფლებაში“, – განაცხდა რობერტ სტურუამ.

 

 

 
right_banner right_banner
არქივი
right_banner