logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: როგორ შეიძლება, მაყურებელს სჯეროდეს, რომ უნიჭო მსახიობს გული წაუვიდა? მე ხომ ვხედავ, რომ ის თამაშობს
- +

24 აპრილი. 2022. 02:06

 

 

როგორ შეიძლება მაყურებელს სჯეროდეს, რომ იმ უნიჭო მსახიობს გული წაუვიდა? - მე ხომ ვხედავ რომ ის თამაშობს, - ამის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„არის თეატრი, რომელიც რთულია, მაგალითად ახმეტელი, სამ პრემიერაზე იყო ხალხი, მაგრამ მერე არ იყო ისეთი ანშლაგები, მაგრამ იყო თეატრები, სადაც დადიოდა მაყურებელი, უფრო იოლი იყო, უფრო კომიკური, ეს ხდება იმიტომ, რომ მაყურებელია უნიჭო. როგორ შეიძლება მაყურებელს სჯეროდეს, რომ იმ უნიჭო მსახიობს გული წაუვიდა, შეგიძლიათ ეს დაიჯეროთ?! მე ხომ ვხედავ რომ ის თამაშობს. მაგრამ უნიჭო მაყურებელს სჯერა“, - განაცხადა რობერტ სტურუამ.

წამყვანების კითხვაზე, გულისხმობს თუ არა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განვითარებულ მოვლენებს, რობერტ სტურუამ განაცხადა: „არა, არა, მომეცით უფლება ალეგორიულად ვილაპარაკო“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner