საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას მეუღლესთან ერთად დაესწრო. პრემიერმა მოქალაქეებს აღდგომა მიულოცა და ისურვა, რომ ეს დღე იყოს მშვიდობისა და განახლების მომტანი. პრემიერის შეფასებით, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე იყო ღრმა და ბრძნული.
„ქრისტე აღდგა. მინდა, ყველა ქრისტიანს მივულოცო დღევანდელი დღე. მინდა, ჩვენს ხალხს, ჩვენს ერს ვუსურვო სტაბილურობა. დღევანდელო დღე უკავშირდება იმედს, განახლებას და ჩვენს რწმენას, რწმენას უკეთესი მომავლის, ხვალინდელი დღის.
ყველას გილოცავთ და მინდა, გისურვოთ, ხვალინდელი დღე იყოს მშვიდობის, განახლების მომტანი და ყველაფერი საუკეთესოსი.
ჩვენი ბრძენი პატრიარქის ყოველი სიტყვა არის ბრძნული და დასაფიქრებელი, როგორც ყოველთვის იყო ძალიან საინტერესო, ღრმა და ბრძნული“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.