საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი უპირისპირდებიან.
ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 70 000 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 19:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო პარიზში, ლილში, ბორდოში, მარსელსა და ტულუზაში - 20:00 საათამდე.
10 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 27.6%, ხოლო მარინ ლე პენმა - 23,41% მიიღო.