logo_geo
eng_logo
საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
- +

24 აპრილი. 2022. 11:22

 

 

საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი უპირისპირდებიან.

 

ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 70 000 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

 

ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 19:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო პარიზში, ლილში, ბორდოში, მარსელსა და ტულუზაში - 20:00 საათამდე.

 

10 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 27.6%, ხოლო მარინ ლე პენმა - 23,41% მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner