"თავისუფალი დემოკრატების" გორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით წეწვაძემ პარტია დატოვა და "ქართულ ოცნებაში" გადავიდა.
წეწვაძის განაცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ირაკლი ალასანიას პარტიის "ნაციონალურ მოძრაობასთან" იდეოლოგიური დაახლოება გახდა. წეწვაძემ აღნიშნა, რომ "თავისუფალი დემოკრატების"რიგების დატოვებას პარტიის კიდევ რამდენიმე წევრი გეგმავს.
„ჩემთვის მიუღებელია "ნაციონალურ მოძრაობასთან " მიმსგავსებული იდეების მატარებელ პარტიასთან ერთად დგომა. ეს მანკიერი მსგავსება გუშინ განვითარებულ მოვლენებში დავინახე, რომელსაც ბინძურ თამაშს ვუწოდებ.
ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები" და შევუერთდე პარტია ,,ქართულ ოცნებას - დემოკრატიული საქართველოს", -აღნიშნა დავით წეწვაძემ.