უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ალიკა ცაავას დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ.
ცაავა თბილისში დღეს, გამთენიისას ჩამოასვენეს.
აფხაზეთიდან დევნილ დაღუპულ მებრძოლს, სავარაუდოდ, ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. 40 წლის ალიკა ცაავა უკრაინაში მაშინ დაიღუპა, როცა დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანას ცდილობდა. იმავე დღეს, მასთან ერთად, ზაზა ბიწაძეც დაიღუპა.