logo_geo
eng_logo
პოდოლიაკი რუსეთს "სააღდგომო ზავის“ გამოცხადებისკენ მოუწოდებს
- +

24 აპრილი. 2022. 13:39

 

 

უკრაინის მხრიდან მომლაპარაკებელი და პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მოსკოვს მოუწოდებს დღეს „ნამდვილ სააღდგომო ზავს" დასთანხმდეს. ამის შესახებ პოდოლიაკი საკუთარ ტვიტერ გვერდზე წერს.

 

„რუსეთი მუდმივად უტევს მარიუპოლის „აზოვსტალს". ადგილი, სადაც ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები იმყოფებიან, მძიმე საჰაერო ბომბების, საარტილერიო ცეცხლის და თავდასხმისთვის ძალების და აღჭურვილობის ინტენსიური კონცენტრაციის ქვეშაა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

 

მან მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ გახსნას ჰუმანიტარული დერეფანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და შეთანხმდნენ „მოლაპარაკებების სპეციალურ რაუნდს“, რათა ხელი შეუწყონ სამხედროებისა და სამოქალაქო პირების გაცვლას.

 

„მე ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას იფიქროს რეპუტაციის ნარჩენებზე. ამისთვის საჭიროა მხოლოდ სამი ნაბიჯი: პირველი, გამოაცხადეთ ნამდვილი სააღდგომო ზავი მარიუპოლზე. მეორე, დაუყოვნებლივ უზრუნველყავით ჰუმანიტარული დერეფანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და მესამე, შევთანხმდეთ მოლაპარაკებების სპეციალურ რაუნდზეს, რათა ჩვენ შევძლოთ ჯარისკაცების გაცვლა“, - წერს პოდოლიაკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner