logo_geo
eng_logo
მედია: ბულგარეთი მელიტოპოლში ოკუპანტების მიერ საპატიო კონსულის გატაცების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
- +

24 აპრილი. 2022. 13:50

 

 

ბულგარეთი უარყოფს ინფორმაციას მელიტოპოლში საპატიო კონსულის, სერგეი ჟელევის გატაცების შესახებ. ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ დიპლომატი უსაფრთხოდ არის. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა BGNES ავრცელებს.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დიპლომატის გატაცების შესახებ ინფორმაცია არასანდოა. განყოფილებაში აცხადებენ, რომ ჟელევი საკუთარ სახლში სრულიად უსაფრთხოდ იმყოფება.

 

23 აპრილს მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ ქალაქში ბულგარეთის საპატიო კონსული გაიტაცეს. მელიტოპოლში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ფედოროვმა აღნიშნა, რომ უკვე მეოთხე დღეა, რაც ოკუპანტები ადგილობრივ მცხოვრებლებს ქალაქის დატოვების საშუალებას არ აძლევენ. ფედოროვის თქმით, მოქალაქეებს ზაპოროჟიეში გადასვლა სურთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner