logo_geo
eng_logo
ევროკავშირი მზად არის, თურქეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს
- +

8 მარტი. 2016. 13:43



„ევროკავშირი მზად არის, თურქეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს", - განცხადებას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აკეთებს.


მერკელი ამბობს, რომ თურქეთის მიერ შეთავაზებული მიგრაციული კრიზისის დარეგულირების გეგმის შესრულების შემთხვევაში, თურქეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი შესაძლოა, ივნისიდან გაუქმდეს.


ამას გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ თურქეთისთვის სავიზო რეჟიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუკი ანკარა 72 კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.


ევროკომისიამ თურქეთთან ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ მესამე ანგარიში შემოდგომას უნდა გამოაქვეყნოს.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner