logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი განიხილება
- +

11 აგვისტო. 2016. 18:20


ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას დაავალა, განიხილოს საია-ს საჩივარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" დაჯარიმებას ეხება.


არასამთავრობო ორგანიზაცია 31 ივლისს, ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების წარდგენისას მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის ჩვენებას საარჩევნო კოდექსის დარღვევად მიიჩნევს.

ამ სარჩელის განხილვაზე აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ამ საკითხის განხილვა მის კომპეტენციაში არ შედიოდა.


დღეს კი, მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გადაწყვიტა, რომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო უფლებამოსილია, ამ ტიპის დარღვევების ფაქტები განიხილოს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner